00:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 15:07:16, 1804 ნახვა

საზოგადოება
მედიატორებს პროფესიული განვითარების მიზნით ტრენინგი ჩაუტარდათ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" მედიატორების თეორიული და პრაქტიკული კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობას განაგრძობს.

ევროკავშირის დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა” (GCRT) მედიატორებისთვის სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა პროექტის - „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ - ფარგლებში ჩატარდა.

მისი მიზანი იყო მედიატორთა საქმიანობის ხარისხის ამაღლება, რესურსების სწორად გამოყენება, პროფესიული განვითარება და კრიზისული სიტუაციების ეფექტიანი მართვა, რაც მედიატორებს რთული საქმეების მართვაში დაეხმარებათ. 

შეხვედრის ფარგლებში მედიატორებს საშუალება ჰქონდათ გამოცდილი ექსპერტისთვის დაესვათ კითხვები და  პრაქტიკაში გამოვლენილ პრობლემებზე ემსჯელათ. გარდა ამისა, მედიატორებმა ერთმანეთს  საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს, კონკრეტული საქმეების განხილვისას იმსჯელეს თუ რა სირთულეებს აწყდებიან საქმიანობის პროცესში და ექსპერტის რჩევების გათვალისწინებით დასახეს პრობლემების გადაჭრის გზები. შეხვედრას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ლადო ჯავახიშვილი და 13 მედიატორი დაესწრნენ.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს ახორციელებს. პროგრამაში 2300-ზე მეტი 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ჩაერთო. მედიაცია კი, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის ინსტიტუციურ განვითარებასა და მედიატორების  პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 2017 წლის 6 თვეში მედიაციის 143 კონფერენცია გაიმართა. 2016 წელს ეს მონაცემი − 222-ს, ხოლო 2015 წელს − 114-ს შეადგენდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics