|
2017-11-14 11:53:49, 1663 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: ქვეყანაში მმართველობა უფრო ეფექტიანი უნდა იყოს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს გამოეხმაურა. მინისტრის შეფასებით, ხელისუფლება ბევრი წარმატებული, ევროპული ქვეყნის გამოცდილებას იზიარებს. "პრემიერმა ამაზე ისაუბრა, გადაწყვეტილებები მიღებულია გამომდინარე იქიდან რომ მმართველობა ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს უფრო ეფექტური. საუბარია იმაზე რომ ჩვენ ვითვალისწინებთ ბევრი წარმატებული, ევროპული ქვეყნის გამოცდილებას. ის მიმართულებები, რომელიც ორგანულად არის ახლოს ერთი მენეჯმენტის ქვეშ უნდა იყოს. ამიტომ, იგივე გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანება საკმაოდ ლოგიკურია. ბევრი ქვეყნის პრაქტიკა არის ასეთი. უფრო მნიშვნელოვნად და ეფექტიანად დროში დაჩქარებულად სწორად მართვა შეიძლება ერთიანი მენეჯმენტის ქვეშ",-განაცხადა დავითაშვილმა. რაც შეეხება ოპტიმიზაციას, მინისტრი ამბობს, რომ ეს ძირითადად ადმინისტრაციულ ნაწილში მოხდება. "საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მალე დაიწყება. შემდგომ გარკვეული დრო სჭირდება ამას. ამ პერიოდში ჩვენ მოვამზადებთ ოპტიმიზაციის და გაერთიანების გეგმას. ეს გულისხმობს გაძლიერებას ყველა ფუნქციური მიმართულების და არამც და არამც დასუსტებას. ჩვენ შევძლებთ ბევრი სასოფლო- სამეურნეო გარემოს დაცვითი ფუნქციის გაერთიანებას, მაგრამ როდესაც საუბარია ოპტიმიზაციაზე, საკადრო ცვლილებებზე და რესურსების განაწილებაზე, რა თქმა უნდა ეს ფუნქციურ მიმართულებებს არ ეხება. ოპტიმიზაცია ძირითადად ადმინისტრაციულ ნაწილში მოხდება",-დასძინა ლევან დავითაშვილმა.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)