|
2017-11-13 21:29:28, 1823 ნახვა
საზოგადოება
14 ნოემბრის ანონსი
თბილისში, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“, 14 ნოემბერს, 10:00 საათზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ასოციაცია „ქართული ღვინო“ თავმჯდომარე თინა კეზელი საზოგადოებას „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სახელმწიფო სამეცნიერო პროექტის“ დასრულებისა და მიღებული მსოფლიო მნიშვნელობის შედეგების შესახებ ინფორმაციას გააცნობენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „საქართველო- ღვინის სამშობლო“ ჩვენება. ფილმი გადაღებულია ღვინის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სახელმწიფო სამეცნიერო პროექტის“ ფარგლებში „სინემანის ფილმსის“ მიერ. 11:00 საათზე ახლადარჩეული თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. 2017 წლის 14 ნოემბერს 11:00 საათზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" გერმანულ ორგანიზაცია „Democracy Reporting International"-თან ერთად, ანგარიშის "პოლიტიკური პოლარიზაცია და დეპოლარიზაცია" პრეზენტაციას გამართავს. 11:00 საათზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული 13:00 საათზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) 14:00 საათზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238 15:00 საათზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) 14 ნოემბერს , 17:00 საათზე, ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან "ხალხის პარტია" აქციას გამართავს სახელწოდებით "უსამართლობიდან თვითმკვლელობამდე". ორგანიზატორები - სამართალდამცავების მხრიდან ამირან კვირიკაშვილის თვითმვლელბამდე მიყვანის ფაქტს გააპროტესტებენ. საკონტაქტო პირი თამარ ასანიშვილი- 557 37 48 66
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)