|
2017-11-13 17:09:22, 1935 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მონაცემებით, ათი თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევები 14 %-ით შემცირდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მრავალკომპონენტიან, გრძელვადიან პროგრამას აგრძელებს, რომელიც ტექნოლოგიურ რეფორმას, საკანონმდებლო ცვლილებებსა და სოციალურ კამპანიას მოიცავს. პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის 1 ივლისიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, ამოქმედდა ე.წ. ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება. მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან კი ფუნქციონირება დაიწყო ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა და ძალაში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის, მათ შორის, ავტოავარიების შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ჩაატარა. ანალიზის შედეგად, 2017 წლის ათი თვის მონაცემებით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევები 14 %-ით, გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 7 %-მდე, ხოლო დაშავებულების - 12 %-მდეა შემცირებული. შსს-ს მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლების კლება ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)