|
2017-11-13 13:48:46, 1795 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: მთავარი ორიენტირი ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა იქნება
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოსტის დაკავების შემდეგ, მისი მთავარი ორიენტირი ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა იქნება. ამასთან, მინისტრობის კანდიდატმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან წარმატებული უწყების ხელმძღვანელობა მომიწევს. ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი საინტერესო და წარმატებული რეფორმა და პროექტი გაატარა. ძირითადი პარამეტრები, როგორც ბიუჯეტის , ასევე მომავალი ხარჯები შეთანხმებულია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. ჩვენ ამ პოზიტიურ გეზს აუცილებლად გავაგრძელებთ. რაც შეეხება მიდგომებს, მთავარი ორიენტირი იქნება, ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)