|
2017-11-13 13:28:03, 2366 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ქვეყანაში საუკეთესოდ დასახელდა
"საქართველოს ბანკმა" განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს- „საქართველოში 2018 წლის საუკეთესო პირადი საბანკო მომსახურება“, მიღების თაობაზე. ხსენებულ კატეგორიაში მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ბანკებს ცნობილი საერთაშორისო ჟურნალი Global Finance-ი უკვე მესამედ ავლენს. „ხსენებული ჯილდოს მიღება ადასტურებს მომსახურების იმ მაღალ ხარისხს, რომელსაც საქართველოს ბანკი დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით კლიენტებს სთავაზობს. პირადი ბანკირის მომსახურებასთან და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად, საქართველოს ბანკი, თავისი შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart Securities-ის საშუალებით, კლიენტებს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ინვესტირების საშუალებას აძლევს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ. საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება სადღეისოდ 1,818 მლნ ლარის მოცულობის აქტივებს მართავს და ემსახურება შეძლებულ პირებსა და მათ ოჯახებს, 60-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან. (R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)