2017-11-13 11:37:13, 1948 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყებას ევროინტეგრაციის აპარატი უერთდება და მას მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უერთდება.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მინისტრის პოსტს ვიცე პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.
„ახალი გამოწვევები, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს, გულისხმობს გაცილებით უფრო ფართო კონტექსტს, რომელიც მთელი ჩვენი საგარეო უწყების პრიორიტეტი და ძირითადი ხაზია. ამ მიმართულებას რომ ვიცე პრემიერი ფარავს, მიუთითებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული შიდა რეფორმების კოორდინაციის აუცილებლობაზე“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ,