|
2017-11-10 19:23:18, 2414 ნახვა
ეკონომიკა
„m² უძრავ ქონებასა“ და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
დეველოპერულ კომპანია m²-სა და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (ASB) საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი განსაზღვრავს მხარეებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებს „ჩვენ მზად ვართ! - განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის მიერ. m² - სა და ASB -ს შორის ურთიერთთანამშრომლობა მიმართული იქნება დეველოპერული კომპანიის კონკრეტულ კომპლექსში საპილოტე პროექტის განხორციელებაზე, რაც მოიცავს კატასტროფის რისკის მართვისთვის პროგრამით განსაზღვრულ აქტივობებს: ტრენინგების ჩატარება, საგანმანათლებლო მასალების გავრცელება მობინადრეებისთვის, კატასტროფის რისკის მართვის პრაქტიკული აქტივობები სიმულაციის სახით, m² - ის თანამშრომელთა გადამზადება და სპეციალური უსაფრთხოების შტაბის ფორმირება.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)