|
2017-11-10 18:12:12, 2495 ნახვა
ეკონომიკა
„ბლუმბერგ მედია" თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ ტვიტერზე წერს
,,ჩვენი სავაჭრო პარტნიორი - საქართველოს მთავრობა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ჩაატარებს''- ასე გამოეხმაურა ამერიკული „ბლუმბერგ მედია" 28-29 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმს საკუთარი ტვიტერის გვერდზე. აღსანიშნავია, რომ თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეორე ფორუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები, სლოვენიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და ა.შ. ფორუმი საქართველოს მთავრობის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ორგანიზებით ტარდება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)