22:23 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 15:07:59, 1780 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ ანგარიშის წარდგენისას მოქალაქეთა მომსახურების სფეროში დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ 2014-2017 წლების შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას  თბილისის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების ეფექტურობის გაზრდის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის განახლებამ მომსახურების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა.

მისი თქმით, ცენტრი შშმ პირებისათვის სრულად ადაპტირებულია და  ყველა სერვისის ერთ სივრცეში მიღების საშუალებას იძლევა.

ამასთან, მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი გახანგრძლივებული გრაფიკით (სამუშაო დღეებში 09:00-დან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00 - დან 14:00 საათამდე) მუშაობს.

თბილისის მერმა 2017 წლიდან მერიაში დანერგილი დოკუმენტბრუნვის ახალი, ელექტრონული პროგრამაც შეაფასა და აღნიშნა, რომ  ახალი  პროგრამის პირობებში მოქალაქეების მომსახურების ტრანზაქციის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

დედაქალაქის მთავრობამ  ახალი საინფორმაციო ცენტრის კონცეფციაც შეიმუშავა, რომელიც  დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს ერთ ნომერზე დარეკვით მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებიდან.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics