09:01 - 08 Jun, 2026
|
2017-11-10 15:05:00, 1292 ნახვა
რეგიონი
ნაურუს პრეზიდენტი „ოფიციალური ვიზიტით“ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავა
ოკუპირებულ აფხაზეთში "ოფიციალური ვიზიტით" ნაურუს პრეზიდენტი ბარონ ვაკა ჩავა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, "ვიზიტი" 12 ნოემბერს არის დაგეგმილი. "12 ნოემბერს რაულ ხაჯიმბა და ბარონ ვაკა მოლაპარაკებებს გამართავენ. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის მდგომარეობასა და პერსპექტივებს განიხილავენ“, - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, ნაურუს დელეგაციაში ასევე შედიან: პარლამენტის დეპუტატი, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრი ჩარმინ სკოტი, პრეზიდენტის მრჩეველი და პარლამენტის დეპუტატი მილტონ დიუბი, გაერო-ში ნაურუს ელჩი მარლენ მოუზესი. ცნობისთვის, ნაურუს დელეგაცია ოკუპირებულ რეგიონს ბოლოს 2016 წლის სექტემბერში სტუმრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)