22:21 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 14:35:38, 1763 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: თბილისს 12 ახალი საბავშვო ბაღი შევმატეთ, 13-ის მშენებლობა კი მიმდინარეობს

„2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი.  ასევე მიმდინარეობს 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა“,- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, 2014-2017 წლების  შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, გამაგრდა 3  საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობა. კაპიტალური რეაბილიტაცია  ჩაუტარდა  2 საბავშვო ბაღს და 2 ბაღის დახურულ ფლიგელს. ასევე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები განხორციელდა 100-ზე მეტ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. 


დავით ნარმანიას განცხადებით, 33 საბავშვო ბაღში დამონტაჟდა პანდუსები. მისივე თქმით,  ყველა ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზე იქნება მორგებული.  


სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში სრულად არის მოწესრიგებული ხარისხიანი და ჯანსაღი კვების საკითხი. ყველა ბაღისთვის შემუშავდა ერთნაირი მენიუ. მუდმივად მიმდინარეობს კვების პროდუქტების ხარისხის მონიტორინგი. თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემები.


 „თბილისის ბაგა-ბაღებში 2000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.  2016 წლის თებერვლიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები 5%-დან 20%-მდე გაიზარდა. ბაღის თანამშრომლებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო გახდა“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 


როგორც 2014-2017 წლების  საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა,  2016 წლიდან თბილისის ყველა საბავშვო ბაღს ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეციალური პედაგოგის შტატი დაემატა. 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics