|
2017-11-09 15:35:33, 1972 ნახვა
ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები, ლისაბონში კონფერენციას „Websummit 2017“ ესწრებიან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციის მიმართულების წარმომადგენლები, პორტუგალიაში, ქ. ლისაბონში მიმდინარე მასშტაბურ კონფერენციას „Websummit 2017“ ესწრებიან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას, რომელიც 6-დან 9 ნოემბრის ჩათვლით იმართება, 160-ზე მეტი ქვეყნიდან 60 000-მდე მონაწილე ესწრება, რაც მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირების დამყარებას შეუწყობს ხელს. გამოფენის პირველ დღეს, 6 ნოემბერს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „Websummit”-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში „Ecosystem Summit”, რომლის პანელურ დისკუსიებზე მსჯელობა გაიმართა ბიზნეს გარემოსა და ეკოსისტემასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ მნიშვნელოვანი შეხვედრები IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოღვაწე კომპანიებთან. კერძოდ კი ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლები თითოეულ დაინტერესებულ პირს აცნობენ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს და იმ მექანიზმებს, რასაც სახელმწიფო სთავაზობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს. შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)