|
2017-11-08 17:42:56, 1962 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი დაზღვევისა“ და Mercedes-Benz -ის ერთობლივი აქცია დაიწყო
„თიბისი დაზღვევა“ Mercedes-Benz-ის ქართულ წარმომადგენლობასთან ერთად აქციას იწყებს. დღეიდან მომხმარებელი, რომელიც Mercedes-Benz-ის სადილეროში შეიძენს GLE ან GLC-ის მარკის ავტომობილს „თიბისი დაზღვევისგან“ განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებს. საჩუქრები მოიცავს: 1 წლიან ავტოდაზღვევის სრულ პაკეტს, 1000 ლიტრ საწვავს ვისოლის ბენზინგასამართ სადგურებზე, რეცხვის სერვისს ვისოლის სამრეცხაოების ქსელში და 1 წლიანი სითი პარკის ბარათს. „თიბისი დაზღვევის“ 1 წლიანი ავტოდაზღვევა ავტოავარიის შემთხვევაში მესამე პირის ავტომობილის და ქონების დაზიანების ან ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს. ავტომობილი ასევე დაზღვეული იქნება ვანდალიზმისგან და სტიქიური მოვლენებისგან, როგორიცაა სეტყვა და მიწისძვრა. ხოლო გზაზე მანქანის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, მომხმარებელს ტექნიკური დახმარების ჯგუფი 24 საათის განმავლობაში შემდეგი სერვისებით მოემსახურებათ: ევაკუატორის მომსახურება, საწვავის ადგილზე მიტანა, საბურავის გამოცვლა, ავტომობილის დაქოქვა. აქცია 1 ნოემბერს დაიწყო და ძალაში იქნება 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)