|
2017-11-06 18:30:45, 2188 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის აბრეშემის გზის ფორუმზე, ერთ-ერთი სპიკერი British Petroleum-ის რეგიონული დირექტორი იქნება
28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, ენერგეტიკის მიმართულებით რეგიონთაშორისი შესაძლებლობების პანელის (Energy - Transregional Opportunities (Oil, Gas and Electricity) ერთ-ერთი სპიკერი აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში BP-ის რეგიონული დირექტორი გარი ჯონსი იქნება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გარი ჯონსის პასუხისმგებლობაში შედის რეგიონში BP-ის მიერ წარმოებული ყველა საქმიანობა, რაც ნავთობის (600000 ბარელი დღეში) და გაზის (1060 კუბური ფუტი დღეში) მოპოვებასა და გადამუშავებას მოიცავს. მისი მოვალეობაა რეგიონული სტრატეგიის განხორციელება, გამართული ოპერირების უზრუნველყოფა და ურთიერთობები მთავრობებთან და თანაინვესტორებთან. გარი ჯონსი BP-ში 1981 წლიდან მუშაობს და ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა Drilling, Operations and Projects-ში, იყო Global Wells Organization-ის ხელმძღვანელი, Rumaila/VP Operations BP Iraq-ის გენერალური დირექტორი, პროექტის დირექტორი „ვერხნეჩონსკოიეში“ (რუსეთი) და ასევე, სამუშაო ერთეულის ხელმძღვანელი გაერთიანებული სამეფოს რამდენიმე რეგიონში. BP-ში მუშაობის დაწყებისას გარი ჯონსს სხვადასხვა საინჟინრო და ტექნიკური პოზიცია ეკავა Drilling and Wells-ში, მონაწილეობას იღებდა ღრმაწყლოვან ოპერაციებში მექსიკის ყურეში, საბურღ-სამშენებლო ოპერაციებში ჩრდილოეთის ზღვაში და სხვადასხვა საბურღ ოპერაციებში ჩინეთში, ჰოლანდიასა და აფრიკაში. http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/energy-transregional-opportunities/153-gary-jones
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)