|
2017-11-06 16:19:45, 1932 ნახვა
საზოგადოება
რა სიახლეები ელოდებათ აბიტურიენტებს 2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს მედიის წარმომადგენლებს 2018 წლის გამოცდებზე დაგეგმილი სიახლეები გააცნო. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ზოგადი უნარების ტესტი მცირედ განსხვავებული იქნება. ცვლილება ანალოგიების ბლოკს შეეხება - 2018 წლიდან ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი. წაკითხულის გააზრების ნაწილს თან დაერთვება 10 დავალება (ნაცვლად 6 დავალებისა). ამ დავალებათა ნაწილი (5-7 დავალება) კვლავ იქნება ტექსტში მოცემული ინფორმაციის გააზრების შესამოწმებლად დასმული შეკითხვები, ხოლო 3-5 დავალება იქნება ანალოგიის ტიპის, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ანალოგიები, ძირითადად, ტექსტში არსებულ სიტყვებზე აიგება, რათა, როგორც აღინიშნა, აბიტურიენტს სიტყვის მნიშვნელობის წვდომა კონტექსტის საფუძველზე გაუადვილდეს. „წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებებთან ერთად ანალოგიებზე მუშაობა აბიტურიენტებს მათი უნარების უკეთ გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს - სიტყვის მნიშვნელობის არცოდნის შემთხვევაში, აბიტურიენტს მისი მნიშვნელობის განსასაზღვრად კონტექსტი დაეხმარება. ზოგადად, ცნობილია, რომ ახალი ინფორმაციის გააზრების უნარი ყველაზე უკეთ იჩენს თავს წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებათა შესრულების პროცესში. შესაბამისად, ეს სიახლე აკადემიური უნარების შეფასების სიზუსტის თვალსაზრისითაც წინ გადადგმული ნაბიჯია. ზოგადი უნარების ტესტის მიზანი იმ უნარების შეფასებაა, რომლებიც აუცილებელია უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად, ცოდნის შესაძენად. სწორედ ამიტომ, წაკითხულის გააზრებაზე აქცენტის გაძლიერება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს იმ უნარის წარმოჩენას, რომლის გამოყენებაც უმაღლეს სასწავლებელში არაერთხელ მოუწევთ მომავალ სტუდენტებს“,-აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ანალოგიების ბლოკის ცვლილება ლოგიკის ბლოკში დავალებათა რაოდენობაზეც აისახება. ამ ბლოკში დავალებების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა ლაკონიური და მარტივი დავალებების ხარჯზე. შეგახსენებთ, რომ ზოგადი უნარების ტესტი შედგება ორი - ვერბალური და მათემატიკური ნაწილისაგან. ტესტის თითოეულ ნაწილზე სამუშაოდ აპლიკანს ეძელვა 1 საათი და 35 წუთი. ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. როგორც აღინიშნა, 2018 წელს გარკვეული სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასაც შეეხება. იგეგმება არგუმენტირებული ესესშეფასების კრიტერიუმების კორექტირება. „ეს ცვლილებები ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების კვლევასადა სპეციალისტების ექსპერტულ ანალიზს. ცვლილებები მიზნად ისახავს შეფასების მექანიზმის სრულყოფას. ახალიკრიტერიუმებით არგუმენტირებული ესეს შეფასების მაქსიმალური ქულაა 24, ნაცვლად 20 ქულისა. ამ კრიტერიუმებით გაიზარდა ნაშრომის შინაარსობრივი მხარის შეფასების ხვედრითი წილი, რაც მიზნად ისახავს მსჯელობის არგუმენტირებისადა არაშაბლონურობის, აგრეთვე კრიტიკული აზროვნების წახალისებას“,-აღნიშნავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)