17:14 - 13 Jul, 2026
|
2017-11-04 16:24:47, 2415 ნახვა
მსოფლიო
პუჩდემონმა კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებს გაერთიანებისკენ მოუწოდა
კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი გამოვიდა ინიციატივით, 21 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნებისთვის, სპეციალური სია შეიქმნას, სადაც დამოუკიდებლობის მომხრეები იქნებიან ჩაწერილი, - ამის შესახებ El Mundo იუწყება. პუჩდემონმა ასევე აღნიშნა, რომ "დადგა დრო ყველა დემოკრატი გაერთიანდეს" და მადრიდს მოუწოდა "პოლიტიკური პატიმრების" გაათავისუფლოს. მანამდე პუჩდემონმა განაცხადა, რომ რეგიონის არჩევნებში მონაწილეობას პირადად მიიღებს. ცნობისთვის, ესპანეთმა კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა. კატალონიის ყოფილი მეთაური ამჟამად ბელგიაში იმყოფება. ის აცხადებს, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ აპირებს, თუმცა სამშობლოში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც მას უსაფრთხოების გარანტიები ექნება.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)