|
2017-11-04 11:33:25, 1806 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: მაგალითების მოძებნა გაჭირვებულების მიმართულებით ძალიან მარტივია, ძნელია გადაწყვეტილების მოძებნა
„2009 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო მოსახლეობის 33%, 2010 წელს - 36%, 2011 წელს - 32%, 2012 წელს - 28,5% 2016 წელს ჩვენ 21,5%-ზე ჩამოვედით. მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 300 ათასი ადამიანით ნაკლები გვყავს, ძალიან ბევრი გაჭირვებულია", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. „მაგალითების მოძებნა გაჭირვებულების მიმართულებით ძალიან მარტივია, ძნელია გადაწყვეტილების მოძებნა. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ერთად „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ" მიიღო 2016 წელს არჩევნების წინ, როდესაც 4-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა და შემდგომ უკვე 2016 წლის ბოლოს, როდესაც ბიუჯეტი დაამტკიცა, არის სწორი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ყველაზე ადრე შევამცირეთ გადასახადები და შევამცირეთ სწორედ ის გადასახადები, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმარება ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, მოგების გადასახადის რეფორმით მთავრობამ 2017 წელს 370 მილიონი ლარი კერძო სექტორს რეინვესტირებისთვის დაუტოვა. „მოგების გადასახადის რეფორმა არის მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებისთვის გაწეული რეფორმა. დიდი ბიზნესი ყოველთვის ახერხებს ფულზე წვდომას. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება ის საწესდებო კაპიტალი, რომ მოახერხოს აღნიშნული თანხით დამატებითი სახსრების მოზიდვა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
(NS)
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)