|
2017-11-03 18:38:53, 2053 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პორტფელის 70 პროცენტი გალარებულია
„არ დავიღლები და კიდევ ერთხელ გაგცემთ პასუხს, რომ ლარიზაცია არ ნიშნავს ლარის კურსთან ურთიერთკავშირს. ეს ნიშნავს უცხოური ვალუტაზე ლარის დამოკიდებულების შემცირებას, რომელსაც ჩვენ წარმატებით ვართმევთ თავს მოკლევადიან პერიოდში თავს", - ასე უპასუხა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ოპოზიციის შეკითხვებს ლარიზაციის რეფორმის თაობაზე. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ზოგადად ლარიზაცია გრძელვადიანი პროექტია. „მაგალითად, ჩილესა და სხვა ქვეყნებში ამას არაერთი წელი დასჭირდა. ჩვენ დღეს გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები მოკლევადიან პერიოდში. მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, დეპოზიტების ლარიზაცია წლის დასაწყისიდან გაიზარდა 6 პროცენტული პუნქტით - 35%-მდე, ხოლო სესხების ლარიზაცია გაიზარდა 8,4 პროცენტული პუნქტით - 35 %-მდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა ფიზიკური პირებისშემთხვევაში. სესხების ლარიზაცია ფიზიკურ პირებში 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შეადგინა 54%. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათი პორტფელის 70 პროცენტი არის გალარებული", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, ლარიზაციის რეფორმამ სხვა არანაკლებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან ერთად, მინიმუმადე უნდა შეამციროს საქართველოს თითოეული მოქალაქის დამოკიდებულება საგარეო ეკონომიკურ შოკებზე, უნდა გაზარდოს მათი დანაზოგები და ქვეყნის განვითარებას შეუწყოს ხელი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)