|
2017-11-03 16:58:51, 2284 ნახვა
სამართალი
რუსი ჰაკერების კიბერშეტევის სიაში, ამერიკის გარდა, საქართველოც მოხვდა
„რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით განახორციელეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას Businessinsider იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების ფირმა Secureworks-მა დადგინდა, რომ 2015 წლის მარტიდან 2016 წლის მაისამდე ყველაზე მეტი ჩარევა რუსმა ჰაკერებმა ამერიკაში, უკრაინაში, რუსეთში, საქართველოსა და სირიაში განახორციელეს. მედიის ცნობით, კიბერთავდასხმები განხორციელდა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაზე, უკრაინელი ოფიცრების პირად მეილებზე, რუს ოპოზიციონერებზე და ათასობით სხვა პირებსა თუ ორგანიზაციებზე, ვინც კრემლის ინტერესის სფეროში არიან. თავდასხმების შესაბამისი სია თავის დროზე ექსკლუზიურად The Associated Press-მა გამოაქვეყნა. მტკიცებულებების თანახმად, ჰაკერებს რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირი აქვთ. არსებულ სიაში ჰაკერებს კიბერთავდასხმის სამიზნე Gmail-ის 4 700 მომხმარებელი გახდა. გარდა ამისა, მედიის ცნობით, Fancy Bears-ის სახელით ცნობილი დაჯგუფების წევრებმა ამერიკაში 573 ელექტრონულ ფოსტაში შეღწევა სცადეს. სამიზნეთა შორის იყო ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, ასევე ევროპაში ნატოს ძალების მეთაური ფილიპ ბრიდლავი და მისი წინამორბედი უესლი კლარკიც. კემბრიჯის კონფლიქტების შემსწავლელ კვლევით ცენტრში აცხადებენ, რომ სიაში მოხვდა ყველა ის პირი, ვისი დისკრედიტაცია, დაშინება ან გაჩუმებაც კრემლს სურდა. რუსეთში Fancy Bears-ის ჰაკერების სამიზნე ხელისუფლების მოწინააღმდეგე აქტივისტები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერები მიხეილ ხოდორკოვსკი და ალექსეი ნავალნი გახდნენ. უკრაინის მასშტაბით, ჰაკერებმა 545 თავდასხმა განახორციელეს, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინტერნეტ ანგარიშებზე. რაც შეეხება საქართველოს, გამოვლინდა 125 ელექტრონულ ფოსტაში შეღწევის მცდელობა. სპეციალისტების თქმით, Fancy Bears-ი კრემლის მიერ არის შექმნილი. მათივე ინფორმაციით, ხშირად ჰაკერების სამიზნეებს, რუსეთის გარდა, ერთმანეთთან საერთო არაფერი აკავშირებდათ. მაგალითად, გარემოს დამცველი აქტივისტი მურმანსკში, დამოუკიდებელი გაზეთი სომხეთში და საგანმანათლებლო ორგანიზაცია ყაზახეთში. ცნობისთვის, ჰაკერული დაჯგუფება Fancy Bears 2000-იან წლებში შეიქმნა. დაჯგუფებამ 2016 წელს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერებზე იერიში მიიტანა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)