10:30 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 19:41:16, 375 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: არაფერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ევროპულ ოჯახში დაბრუნება

„მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ვიდრე ევროპულ ოჯახში დაბრუნება“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქართველოში ევროპის კვირეულის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ხიდაშელის თქმით, ჯარი, სამოქალაქო პირები, სამინისტროები და ჟურნალისტები, ევროპულ ოჯახში დაბრუნდებიან.

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო საქართველოში. მე როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, რამდენიმე დღის წინ აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესში. ძალიან მნიშვენლოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ვიდრე პროცესი, რომელიც ჩვენ დაგვაბრუნებს ევროპულ ოჯახში. ამას ვამბობ ყოველთვის, ცალსახად, ვიმეორებთ და უნდა გავიმეოროთ სანამ რეალობად არ იქცევა. ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, თბილისში, ევროპის კვირეულის გახსნის ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა. ღონისძიებას ესწრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ასევე მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics