2017-11-03 15:22:11, 2355 ნახვა
კომენტარი
გიორგი კანდელაკი: სად არის, რატომ არ წარმოადგენს ბიუჯეტის პროექტს პრემიერ-მინისტრი?
"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი დაინტერესდა, პარლამენტს ბიუჯეტის პროექტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რატომ არ წარუდგინა, როგორც ამას, მისივე განმარტებით, კანონმდებლობა ითვალისწინებს.
"მაინტერესებს, მოგვახსენეთ, სად არის ამჟამად, ამ მომენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რატომ არ წარმოადგენს ბიუჯეტის პროექტს პრემიერ-მინისტრი, რადგან საქართველოს კანონების თანახმად, ბიუჯეტი უნდა წარმოადგინოს პრემიერ-მინისტრმა, რა არის ის უფრო მნიშვნელოვანი საქმე, რის გამოც ის დღეს პარლამენტს არ წარუდგენს დოკუმენტს, რომელიც აისახება ჩვენი ხალხის ჯიბეზე პირდაპირ",-მიმართა გიორგი კანდელაკმა ფინანსთა მინისტრ, პირველ ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილს, რომელიც დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტს აცნობს.
ავტორი: ,