18:56 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 17:25:40, 1917 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის ლაბორატორია ახალგაზრდა „სტარტაპერებს“ პროექტის განხორციელებაში დაეხმარება

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ხელს შეუწყობს ახალგაზრული პროექტის განხორციელებას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ლაბორატორიას სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია – ჯესსის  მოსწავლეთა კლუბი ეწვია და ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

მოსწავლეთა კლუბი დაინტერესებულია შექმნას ისეთი მოწყობილობა, რომელიც იქნება მარტივი გზა საკვები პროდუქტების გამოსაკვლევად.

 თავის მხრივ, ლაბორატორია მოსწავლეებს გაუწევს საკონსულტაციო დახმარებას და მოსწავლეებს პროექტის განხორციელების პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. 

შეხვედრის დროს, აია – ჯესსის  მოსწავლეთა კლუბის წევრებს განემარტათ ბიოუსაფრთხოებისა და  ლაბორატორიულ დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის პრინციპები. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გასცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში.

თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი,  შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია  ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში.

მსგავსი სახის ღონისძიებების მიზანია საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების მიმართულების  პოპულარიზაცია და ახალგაზრდული იდეების წახალისება და დამწყები პროექტების ხელშეწყობა.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics