|
2017-11-02 16:28:24, 2029 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი მოსახლეობაში შექმნილი მოლოდინებია
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ლარის კურსის გაუფასურებას მოსახლეობაში არსებულ მოლოდინებს უკავშირებს. კერძოდ, როგორც კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქვეყანაში მოლოდინი, რომ ყოველ წელს მე-4 კვარტალში ლარი უნდა გაუფასურდეს. შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, მცირე, ზოგჯერ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და მოსახლეობა დოლარს წინასწარ ყიდულობს, რაც ლარის კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს. გიორგი კაკაურიძის მტკიცებით, ყველანაირი ფაქტორი, რომელიც გაცვლით კურსზე მოქმედებს, დადებითია და ეროვნული ვალუტის გაუფასურება სწორედ ფუნდამენტური ფაქტორებითაა გამოწვეული: „დიდწილად ლარის ცვალებადობაში როლი ითამაშა შექმნილმა მოლოდინებმა. სამწუხაროდ, ეს მოლოდინები შექმნილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩამოყალიბდა ქვეყანაში მოლოდინი, რომ ყოველ წელს მე-4 კვარტალში ლარი უნდა გაუფასურდეს, მცირე ბიზნესს, შეიძლება მსხვილ ბიზნესს, მოსახლეობასაც მოლოდინი აქვს, რომ წლის ბოლოს ლარი გაუფასურდება და როცა გარკვეული შემოსავლები უჩნდებათ, ცდილობენ მეოთხე კვარტლის დასაწყისში შეიძინონ ვალუტა. სამწუხაროდ ეს მოცემულობა გვაქვს. ეს მოცემულობაც სამართავია და უნა მოხდეს მოლოდინების სწორად ჩამოყალიბება. მოლოდინები ახდენს დიდ გავლენას ლარის კურსზე“,-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)