18:56 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 14:54:54, 1789 ნახვა

საზოგადოება
საქართველო ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიაში წევრიანდება

საქართველო ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიაში (ICID - International Commission on Irrigation & Drainage) წევრიანდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო აღმასრულებელმა საბჭომ (IEC), როგორც   ICID-ის  გადაწყვეტილების მიმღებმა უმაღლესმა ორგანომ, საქართველოს განაცხადი დაადასტურა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი პროცედურა  2018 წლის იანვრის ბოლომდე დასრულდება.

ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის 23-ე კონგრესზე „საქართველოს მელიორაციამ“, როგორც წევრობის კანდიდატმა,  დამსწრე საზოგადოებას საქართველოში მელიორაციის დარგში მიღწევებისა და გამოწვევბის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

ICID  კონგრესში გაწევრიანებით საქართველოსთვის  ხელმისაწვდომი გახდება  ICID- ის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ირიგაციისა და დრენაჟის სექტორში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებს, ექსპერტებს, კვლევით ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფერმერებს. სხვადასხვა ქვეყანას  ირიგაციისა და დრენაჟის განვითარებისა და მართვის განსხვავებული ინსტიტუციური და საორგანიზაციო გამოცდილება გააჩნია.

აქედან გამომდინარე, ICID-ის სხვადასხვა კონგრესში, სემინარში და სამუშაო ჯგუფში მონაწილეობით, საქართველოს შესაძლებლობა ექნება  სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი ირიგაციისა და დრენაჟის საორგანიზაციო საკითხების გლობალურ პერსპექტივებს გაეცნოს.

ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისია (ICID - International Commission on Irrigation & Drainage) 1951 წლიდან სამ წელიწადში ერთხელ ორგანიზებას უწევს ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კონგრესის უმნიშვნელოვანესი  ღონისძიების ჩატარებას.

ამჟამად, ICID აერთიანებს 76 წევრ ქვეყანას აფრიკის, ამერიკის, აზიის, ოკეანეთისა და ევროპის მასშტაბით, რომელიც მოიცავს მსოფლიოს სარწყავი ტერიტორიების 95%-ს.

ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისია (ICID) არის წამყვანი სამეცნიერო, ტექნიკური, საერთაშორისო არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია,  დაკომპლექტებული მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებით ირიგაციის,  დრენაჟისა და წყალდიდობის მართვის საკითხებში.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics