18:43 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 11:30:50, 1936 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სტუდენტებისთვის სასწავლო კურსი დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სტუდენტებისთვის სასწავლო კურსი - „ფინანსების მართვის პრინციპები კერძო კომპანიებში" დაიწყო.

სასწავლო კურსების მიზანია შესძინოს მათ პრაქტიკული ცოდნა საჯარო და კერძო სექტორში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ და პრაქტიკული მაგალითებისა და ქეისების საშუალებით გაიღრმავონ ცოდნა შემდეგ საკითხებში: ბუღალტრული აღრიცხვის არსი, საბუღალტრო აღრიცხვის მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები, ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურა და ინფორმაციის წარდგენის ძირითადი მოთხოვნები, ფულადი სახსრების მართვა, ფინანსური ანგარიშგების ელემენტების ურთიერთკავშირი, ექსელის პროგრამის ეფექტური გამოყენება, ფინანსური ანგარიშგების ასახვა და განთავსებული ინფორმაციის ანალიზი Ms. Excel-ის გამოყენებით, საქართველოს საგადასახადო სისტემის ძირითადი პრინციპები, გადასახადების გამოანგარიშებისა და დეკლარირების წესი, მეწარმე სუბიექტის დაფუძნება, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია, მეწარმე სუბიექტების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები და უფლება მოვალეობანი საქართველოში.

სასწავლო კურსი აკადემიის დირექტორმა თამარ ჯაფარიძემ, სასწავლო პროცესების მენეჯერმა მარიამ ხვიჩიამ და ტრენერმა ლაშა ღვინიანიძემ გახსნეს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics