|
2017-11-02 08:27:05, 2187 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკის პოლიცია: ტერორისტი „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით მოქმედებდა
ნიუ-იორკის ტერაქტის შემსრულებელი თავდასხმას რამდენიმე კვირის განმავლობაში გეგმავდა, - ამის შესახებ CNN ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ტერაქტი “ისლამური სახელმწიფოს“ სახელით განახორციელა. მედიის ცნობით, თავდამსხმელი უზბეკეთის მოქალაქე, 29 წლის საიფულო საიპოვია, რომელიც აშშ-ში 2010 წლიდან იმყოფება. საიპოვის სასამართლო პროცესი გუშინ ჩატარდა. ის პროცესს ეტლით დაესწრო. როგორც მან განაცხადა, ტერაქტის მოწყობა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გადაწყვიტა. მისივე თქმით, 2 თვის წინ მან კონკრეტული გეგმის ჩამოყალიბება დაიწო და გადაწყვიტა ავტომობილით ხალხში შეჭრილიყო. "ვფიქრობდი, რომ ჰელოუნის დღეს ქუჩაში უფრო მეტი ხალხი იქნებოდა", - დასძინა მან. გარდა ამისა, თავდამსხმელის განცხადებით, მასზე გავლენა ISIS-ის პროპაგანდისტულმა ვიდეოებმა მოახდინეს. პოლიციამ მის პირად ტელეფონში 90-მდე შესაბამისი შინაარსის ვიდეო იპოვეს. შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)