18:36 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 17:05:09, 2973 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია

2017 წლის 21 ოქტომბრის თბილისის მერის  არჩევნებისა და თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია.

საბოლოო შედეგების თანახმად, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ არჩევნებში ხმათა 51.09% მიიღო. პროპორციული სიით თბილისის საკრებულოში  "ქართულმა ოცნებამ"  ხმათა 53.15% მოაგროვა. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ საკრებულოში 15 მანდატს მიიღებს.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, მანდატების რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზე 5 მანდატით (17.60%) „ნაციონალური მოძრაობაა“, შემდეგი ადგილი 3 (9.18%) მანდატით „ევროპულმა საქართველომ“ დაიკავა, ხოლო პატრიოტთა ალიანსი თბილისის საკრებულოში 2 მანდატით (5.62%)  იქნება წარმოდგენილი.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი  სხდომა  ცესკოში დღეს გაიმართა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics