|
2017-11-01 15:13:46, 1632 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი ოპოზიციას: ნუ გაქვთ იმის ილუზია, რომ ვინმეს პარლამენტში მოსვლის ეშინია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მომხდარი „ქართული ოცნებისთვის“ და ხელისუფლებისთვის ტრაგედიაა. „ძალიან მნიშნელოვანია სიცოცხლის უფლება, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის უფლება. ამიტომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით ყველა ასეთ ფაქტს და რა თქმა უნდა ჩვენთვის უმთავრესი ამოსავალი პრინციპი არის ყველა ადამიანის სიცოცხლის განუხრელი დაცვა, ვინაიდან ეს არის ძალიან მაღალი სამართლებრივი სიკეთე. ძალიან ვწუხვარ და ცუდ ფაქტს აქვს ადგილი, ოპოზიციას ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა აქვს. ვინაიდან ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებით და მოვითხოვოთ პასუხები. ეს ლოგიკურიც არის, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს შეკითხვები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მათ გულწრფელობაში ეჭვი რომ არ მეპარებოდეს, ვიტყოდი, რომ მართლაც აქვთ შეკითხვები, თუმცა ძალიან მეეჭვება. აქ უნდა ითქვას რამდენიმე საკითხი. ჩვენ მათგან განსხვავებით მზად ვართ შევხვდეთ მინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ ნუ გაქვთ იმის ილუზია, რომ ვინმეს პარლამენტში მოსვლის ეშინია. რა თქმა უნდა მინისტრი მოვა პარლამენტში და ჩვენ განვსაზღვრავთ ფორმატს. და დავსვამთ შეკითხვებს, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. ოპოზიციის გასაგონად უნდა ითქვას, თქვენგან განსხვავებით არ ვმოქმედებთ ემოციებით, პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით, სწრაფი გამოძიებით, მტკიცებულებების გარეშე და სხვათა შორის , თქვენგან განსხვავებით ჩვენ არ გვაქვს ისეთი საქმეები როგორიც არის ევროპული სასამართლოს ძალიან მკაცრი გადაწყვეტილებები“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)