17:50 - 11 May, 2026
|
2017-11-01 12:21:59, 1775 ნახვა
საზოგადოება
ცისკარიშვილის ქუჩა კაპიტალურად გაკეთდა
დიდუბის რაიონის გამგეობამ ცისკარიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად გამოიცვალა. დიდუბის რაიონის გამგეობამ სანიაღვრე სისტემაც მოაწყო, ხოლო კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალსადენის ქსელის მოძველებული სისტემა ახლით შეცვალა. მიწისქვეშა სამუშაოების პარალელურად, სრულად შეიცვალა საფეხმავლო ტროტუარები და გაკეთდა ბაზალტის ბორდიურები. 3683 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი და საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნები დაიხაზა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „დინ გრუპმა“ დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით განახორციელა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)