|
2017-10-31 18:37:44, 1791 ნახვა
საზოგადოება
სეს: არ არსებობს დადასტურებული კვლევა, რომ ფაროსანას საკვებად მიღების შემთხვევაში, მისი სუნი ხორცის საგემოვნო თვისებებზე აისახება
არ არსებობს დადასტურებული კვლევა, რომ ცხოველის/ფრინველის მიერ აზიური ფაროსანას საკვებად მიღების შემთხვევაში, მისი სპეციფიკური სუნი ხორცის საგემოვნო თვისებებზე აისახება“,-ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აზიური ფაროსანა არ წარმოადგენს საფრთხეს არც ადამიანის და არც ცხოველის/ფრინველის ჯანმრთელობისთვის. „მავნებელს არ გადააქვს დაავადებები და ცხოველის/ფრინველის მიერ საკვებად მიღების შემთხვევაში არ არის მომწამვლელი. როგორც ყველა მწერს - კალიას, ხოჭოს, პეპელას, რომელიც მდიდარია ცილებით, აზიურ ფაროსანასაც ეტანებიან ფრინველები. როგორც ცნობილია, აზიურ ფაროსანას აქვს დამცავი მექანიზმი - იგი სპეციფიკურ სუნს უშვებს. არ არსებობს დადასტურებული კვლევა, რომ ცხოველის/ფრინველის მიერ საკვებად მიღების შემთხვევაში, აღნიშნული სპეციფიკური სუნი ხორცის საგემოვნო თვისებებზე აისახება, თუმცა, ხშირად უსიამოვნო ფსიქოლოგიურ განწყობას ქმნის. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ასეთი ფსიქოლოგიური განწყობა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სპეციალიზირებულ ფერმებში არსებული სტანდარტი, რაც გულისხმობს მოცდის პერიოდის გამოყენებას და ცხოველის/ფრინველის დაკვლამდე 10 დღით ადრე საკვები დანამტების (მაგ., თევზის ფქვილი) კვების რაციონიდან ამოღების ღონისძიებას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია განცხადებაში.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)