|
2017-10-31 17:50:04, 2011 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: რუსეთთან მიმართებაში საქართველოს გამოცდილება ყოველთვის მძიმე და ადრეულია
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს გამოცდილება ყოველთვის მძიმე და ადრეულია. მარგველაშვილმა საქართველოში 2008 წელს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინტერვენციის მაგალითი აგვისტოს ომის შემდეგ ყირიმში დაფიქსირდა. "ესტონეთი პარტნიორ ქვეყნებს აწვდის სწორ ინფორმაციას იმ როლზე, რომელსაც რუსეთი თამაშობს ან გეგმავს, რომ ითამაშოს, არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, არამედ გლობალურად. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ ყველა ვსწავლობთ, უბრალოდ საქართველოს გამოცდილება ყოველთვის არის უფრო მძიმე და ადრეული. ამის შემდეგ ხდება უკვე ყველაფრის დანახვა და გააზრება. ჰიბრიდული ომი საქართველოში 25 წლის წინ დაიწყო. მხოლოდ 2014 წელს მოხდა იგივე უკრაინაში. მხოლოდ მაშინ მოხდა იმის იდენტიფიცირება, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. დაგვჭირდა 6 წელი, სანამ ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა არ მოხდა", - განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტის შეფასებით, რუსული პროპაგანდის გავლენას საქართველო კარგად გაუმკლავდა. "მცდელობა ნაციონალიზმის, შოვინიზმის და ზიზღის შემცველი პოლიტიკური დისკურსის შემოტანა ქართველებმა საკუთარ თავზე გადავიტანეთ და გავუმკლავდით. ამის დასანახად სამწუხაროდ წლებია საჭირო. ამიტომ ვუსვამ ხაზს იმას, რომ ესტონეთი, რომელიც ნატოს და ევროკავშირის წევრია, პარტნიორ ქვეყნებს ეუბნება იმას, რაც საქართველოში 90-იანებში მოხდა, ეს არ იყო შეცდომა. უყვება იმის შესახებ რაც 2008 წელს მოხდა და რომ ისინი ყურადღებით უნდა იყვნენ. ყურადღებით იყავით, რომ თქვენთანაც იგივე არ მოხდეს და იმას დააკვირდით რაც საქართველოში მოხდა. საქართველოს ბევრი პარტნიორი და მეგობარი ჰყავს. ესტონეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ამდენი მეგობარი არ ჰყავდათ, მაშინ როდესაც იწყებდნენ თავიანთ სვლას ევროკავშირისკენ. ამ მეგობრების ხარჯზე იმ წინააღმდეგობებსაც გადავლახავთ და საქართველოსაც მივიყვანთ საბოლოო გამარჯვებამდე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)