|
2017-10-30 10:34:47, 1938 ნახვა
სამართალი
ხუციშვილი: სანამ არ გვეცოდინება მინიმუმ ექსპერტიზის დასკვნა, პოლიციის მისამართით ბრალდებებზე საუბარი ნაადრევია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. ხუციშვილის თქმით, რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, ჩანაწერებში ასახულია ცუდად გახდომის მომენტი, უბრალოდ არ არის დაფიქსირებული დაკავების ფაქტი. რაც შეეხება ჩანაწერების გასაჯაროვებას და სხვა ინფორმაციას, ხუციშვილი ამბობს, რომ ეს გამოძიების საქმეა. „კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ კამერების ჩანაწერები არ არსებობს, ტყუილია. ჩვენ პროკურატურას მივაწოდეთ კამერების ჩანაწერები“,–განაცხადა შალვა ხუციშვილმა და დასძინა, რომ თუ რატომ არ ჩანს დაკავების მომენტი, მიმდინარე გამოძიება დაადგენს: „პირველ რიგში ჩვენ თვითონ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ საქმეზე რაც შეიძლება მალე დადგეს ობიექტური ჭეშმარიტება, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან. ყველა ჩანაწერი, რაც კი ამ კამერას აქვს დაფიქისრებული, მიეწოდა. მე ზუსტად არ მინახავს ჩანაწერები, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ არის მომენტები, მათ შორის ცუდად გახდომის მომენტები უნდა ჩანდეს, უბრალოდ არ ჩანს დაკავების მომენტი. თუ რატომ არ ჩანს დაკავების მომენტი, სწორედ ამიტომ მიმდინარეობს გამოძიება და უნდა გამოკითხონ ყველა შესაბამისი პირები. სანამ არ გვეცოდინება მინიმუმ ექსპერტიზის დასკვნა, თუ რით გარდაიცვალა ეს ადამიანი, რაიმე ბრალდებებზე პოლიციის მისამართით, ან დეტალებზე, ან შეფასებებზე საუბარი ნაადრევია“,–განაცხადა შალვა ხუციშვილმა. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცავალა. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)