17:05 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 17:46:25, 1799 ნახვა

საზოგადოება
მონაცემთა გაცვლის სააგენტომ რიგით მეორე ეროვნული კიბეროლიმპიადა ჩაატარა

დღეს,  სასტუმრო „რედისონში" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT.GOV.GE) ორგანიზებით რიგით მეორე ეროვნული კიბეროლიმპიადა ჩატარდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ კიბერსაკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.

უწყების ცნობით, კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებს მიეცათ კონკრეტული დავალებები, კერძოდ, კიბერუსაფრთხოების გავრცელებული შეტევის ვექტორების ამოცანებზე, რომელთა გადაჭრაშიც კონკურსანტები ერთმანეთს შეეჯიბრნენ.

კიბეროლიმპიადის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია იმ პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც ფლობენ შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას.

ახალგაზრდა თაობის განათლება და დახელოვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 კიბეროლიმპიადის მეშვეობით სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაიღრმავონ ცოდნა ისეთ სფეროში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება. 

დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, რასაც შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის სპეციალისტები ესაჭიროება.

 ეს არის უნიკალური შანსი ახალგაზრდებისთვის, ურთიერთშეჯიბრების პირობებში წარმოაჩინონ საკუთარი თავი და გაიღრმავონ ცოდნა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics