19:49 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 17:09:37, 749 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ახალ საცხოვრისს კიდევ 10 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში უსაფრთხო საცხოვრისს კიდევ 10 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ახალი საცხოვრებლის მოძიება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით ეთხოვებათ.

აქედან ცხრა ოჯახი შუახევის მუნიციპალიტეტში, ხოლო ერთი ოჯახი ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი სახლები სტიქიის შედეგად სხვადასხვა პერიოდში დაიმეწყრა.

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს სამინისტროს თანადაფინანსებით საცხოვრებელი 94-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა უკვე შეიძინა. პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, რომლის ფარგლებში გასულ წელს საცხოვრისი 96-მა ოჯახმა მიიღო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics