17:05 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 16:43:14, 2179 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო: C ჰეპატიტის მქონე პაციენტების ნაკადის გაზრდის შემთხვევაში, ბიუჯეტიც შესაბამისი იქნება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 2018 წლის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში C ჰეპატიტის მართვის პროგრამაზე თანხა  თვეში 2500 პაციენტის გათვალისწინებით გამოყო. თუმცა, სერგეენკო პირობას დებს, რომ პაციენტების ნაკადის გაზრდის შემთხვევაში, ბიუჯეტიც შესაბამისი იქნება:

 „მრავალი ქვეყანა აპირებს,  ისწავლოს, როგორ უნდა მოუაროს ასეთ ვერაგ დაავადებას. მედიკამენტის კომპონენტი არის უფასო. არც მთავრობა და არც პაციენტები ამაში თანხას არ იხდიან, მეორე კომპონენტის, დიაგნოსტიკის თანხებს უზრუნველყოფს სახელმწიფო. როდესაც შარშან წლევანდელ ბიუჯეტს ვგეგმავდით, გათვლები გავაკეთეთ სისტემის მაქსიმალურ  გამტარუნარიანობაზე, რომელიც გავთვალეთ თვეში 2500 პაციენტზე და ბიუჯეტიც შესაბამისად ასე დაიგეგმა. მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, ახლაც მინდა ყველას მოვუწოდო, ჩაიტაროს კლინიკური კვლევა  ც ჰეპატიტზე, რომელიც მათთვის უფასოა. თუკი პაციენტების ნაკადი გაიზრდება, პირობას ვიძლევი, რომ ბიუჯეტიც შესაბამისი იქნება ამისთვის“,-აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, 2018 წლის ჯანდაცვის სამინისტროს  ბიუჯეტში C ჰეპატიტის მართვის პროგრამაზე 16 მლნ ლარია გათვალისწინებული.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. პროგრამა  ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის უფასო მკურნალობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics