|
2017-10-26 18:01:57, 2200 ნახვა
პოლიტიკა
„წინასწარი მონაცემებით, საქართველო არ მოხვდება იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას დაექვემდებარებიან“
„წინასწარი მონაცემებით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში არ აღმოჩნდება, რომლებიც ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას დაექვემდებარებიან“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ელჩმა უვიზო მიმოსვლის 6 თვის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოს შემთხვევაში წარმატებული აღმოჩნდა. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან დღემდე, უვიზო რეჟიმით საქართველოს 90 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან მხოლოდ 230-მა მიიღო უარი შენგენის ზონაში შესვლაზე. „ძალზედ მნიშნელოვანია რეფორმების გაგრძელება და მათი მდგრადობა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კონტექსტში. დღეისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ მონაცემები დადებითია. საქართველოს მთავრობასთან ერთად, თვალყურს ვადევნებთ უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობას და მონიტორინგს ვუწევთ, რომ არ მოხდეს სისტემაში დარღვევები“,-განაცხადა ჰერმანმა. რაც შეეხება, თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელს, ჰერმანის თქმით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობასთან შედარებით „მნიშვნელოვანი ზრდა არ შეიმჩნევა“. „აუცილებელია ამ ტენდენციის შენარჩუნება. საქართველოს შემთხვევაში თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი ძალზედ დაბალია“, - აღნიშნა ჰერმანმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)