16:09 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 17:21:28, 1911 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ შემეცნებითი ტურები რეგიონების უფროსკლასელებისთვისაც დაიწყო

26-27 ოქტომბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში, სსე ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სკოლების უფროსკლასელებს მასპინძლობს.

მოსწავლეებს ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურზე ჩაუტარდათ ექსკურსია, დაათვალიერეს კაშხალი, მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს.

ტურის ფარგლებში, უფროსკლასელები სსე-ის სათაო ოფისში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილს  შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ დაათვალიერებენ ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრს, ჩაუტარდებათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრებიან, სადაც უშუალო მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ამ პროგრამას თბილისის მასშტაბით უკვე ორი წელია ახორციელებს. პროგრამის დადებითი შედეგებისა და გამოხმაურების გათვალისწინებით, შემეცნებით ტურში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიც ჩაერთვნენ. ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და ახალგაზრდების დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics