|
2017-10-26 17:07:57, 2101 ნახვა
კომენტარი
ჰერმანი: ე.წ. ETIAS სისტემა ევროკავშირის უსაფრთხოების გაზრდას ემსახურება
საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურთათვის ახალი რეგულაციების დაწესებას გამოეხმაურა. როგორც ჰერმანმა აღნიშნა, ე.წ. ETIAS სისტემა ევროკავშირის უსაფრთხოების გაზრდას ემსახურება. მისივე განმარტებით, სისტემაზე მსჯელობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. „ევროკომისიის წინადადება, რომელიც 2020 წლიდან ე.წ. ETIAS სისტემის შემოღებას შეეხება, ემსახურება ევროკავშირის უსაფრთხოების გაზრდას და სავალდებულო გახდება მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ჩათვლით, რომლებიც ევროკავშირში გაემგზავრებიან“,-განაცხადა ჰერმანმა. ამასთან, ელჩის თქმით, აპლიკაციის შესავსებად მოქალაქეს 10 წუთი დასჭირდება. "კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სისტემა ამოქმედდება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის, ვინც შენგენის ზონაში იმოგზაურებს. მოქალაქეს დასშიწრდება დაახლოებით 10 წუთი იმისათვის, რომ სპეციალურ საიტზე შეავსოს აპლიკაცია. ასევე უნდა გადაიხადოს 10 ევრო, რომელიც დრევანდელი კურსით 29 ლარს შეადგენს და აპლიკაცია იქნება მოქმედი შემდეგი 5 წლის განმავლობაში. ამ აპლიკაციას ექნება თავისი დადებითი მხარეები. მაგალითად, მოქალაქეს თავიდანვე ექნება ინფომრაცია მის შენგენის ზონაში შეშვებასთან დაკავშირებით", - განმარტა ელჩმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურთათვის ახალი რეგულაციების დაწესებას მხარი დაუჭირა. კერძოდ, რეგულაციების დაწესების მომხრე 477 დეპუტატი იყო, ხოლო 139 დეპუტატი წინააღმდეგი იყო. 50 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)