16:10 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 16:19:04, 1975 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 90 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან დღემდე, უვიზო რეჟიმით საქართველოს 90 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.

როგორც ელჩმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, 90 ათასი მოქალაქიდან უარი მხოლოდ 230-მა მიიღო.

„2017 წლის ოქტომბერში 6 თვე სრულდება მას შედეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ გადაადგილება ევროკავშირის, შენგენის ზონის ქვეყნებში. შეგვძლია დავასკვნათ, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღება დიდი წარმატება იყო. პირველ 6 თვეში დაახლოებით 90 ათასმა მოქალაქემ  ისარგებლა  უვიზო მიმოსვლით. მთავარობამ ეფექტური საინფორმაციო კამპანია აწარმოა და შეძლო მოქალაქეების და მგზავრების ინფორმირება უვიზო მიმოსვლის  პირობებისა და შენგენის ზონაში დარჩენის ვადების შესახებ. შედეგად მოსახლეობა კარგად იყო ინფორმირებული უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ, რამაც შენგენის საზღვარზე უარის მიღების დაბალი მაჩვენებელი განაპირობა. 90 ათასიდან მხოლოდ 230-მა მიიღო უარი. დღეისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ მონაცემები დადებითია. საქართველოს მთავრობასთან ერთად, თვალყურს ვადევნებთ უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობას და მონიტორინგს ვუწევთ, რომ  არ მოხდეს  სისტემაში დარღვევები“,-განაცხადა ჰერმანმა.

რაც შეეხება, თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელს, ჰერმანის თქმით,  საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობასთან შედარებით „მნიშვნელოვანი ზრდა არ შეიმჩნევა“.

„აუცილებელია ამ ტენდენციის შენარჩუნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი ძალზედ დაბალია“, - განაცხადა ჰერმანმა და დასძინა, რომ ევროკავშირი ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის მონიტორინგის ანგარიშზე მუშაობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics