16:09 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 16:14:22, 2105 ნახვა

საზოგადოება
კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 59% ევროკავშირის მიმართ დადებითად არის განწყობილი

ევროკავშირის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 59% ევროკავშირის მიმართ დადებითად არის განწყობილი.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34% ევროგაერთიანების მიმართ ნეიტრალურად არის განწყობილი, 3% უარყოფითად, ხოლო გამოკითხული მოსახლეობის 4%-ს ევროკავშირის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

ამასთან, ევროკავშირის შესახებ წარმოდგენა ზოგადად დადებითია და ის მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია.

კითხვაზე, - „როგორ დაახასიათებდით ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, გამოკითხული მოსახლეობის 83%-მა განაცხადა, რომ დადებითად აფასებს. იგივე კითხვას 2016 წელს გამოკითხული მოსახლეობის 75%-მა გასცა დადებითი პასუხი.

ცნობისთვის, კვლევები ACT LLC-ის და მათი ქსელური პარტნიორი კომპანიების მიერ ჩატარდა. ყოველწლიური გამოკითხვა აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, 2017 წლის აპრილ-ივნისში, 6 ათასი პირისპირ ჩატარებული ინტერვიუს საშუალებით (ათასი თითოეულ ქვეყანაში) ჩატარდა.

პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics