19:46 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 12:35:18, 2232 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა საგარეო უწყების 121 ყოფილი თანამშრომლის დაკავების განკარგულება გასცა

თურქეთის ხელისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს 121 ყოფილი თანამშრომლის დაკავების განკარგულება გასცა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაცია 30 პროვინციაში მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, 121 პირი მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან  კავშირში არის ეჭვმიტანილი.

გამოძიების დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები პროგრამა ByLock-ს იყენებდნენ, რომლებსაც ხელისუფლების თქმით, მსოფლიო მასშტაბით ტერორისტები იყენებენ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ მასობრივი დაპატიმრებები და თანამშრომლების დათხოვნა დაიწყო. ცნობისთვის, აღნიშნული პუტჩის დროს 250 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 200 ადამიანი დაშავდა.

მას შემდეგ ქვეყნის მასშტაბით საჯარო მოხელეების მასობრივი დაკავება დაიწყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics