|
2017-10-25 16:01:44, 1986 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმატიში „OECD EURASIA WEEK“-ის ღონისძიებებში მონაწილეობს, ავღანეთის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, მუსტაფა მასტურს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ის ხარისხი, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს, არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს. გარდა ამისა, ავღანურმა მხარემ გამოთქვა დიდი ინტერესი იმ რეფორმების მიმართ, რომლებიც საქართველოში განხორციელდა ან ამჟამად მიმდინარეობს, მათ შორის, დიდი ყურადღება გამახვილდა საგადასახადო ადმინისტრირებისა და მმართველობით რეფორმაზე. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს დიდი ინტერესი, რათა თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო განვითარდეს. აღინიშნა, რომ ავღანეთის დელეგაცია თბილისს მიმდინარე წლის ნოემბერში ეწვევა, რომლის დროსაც, მონაწილეობას მიიღებს თბილისის საერთაშორისო ფორუმში „Tbilisi Belt and Road forum 2017”. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)