|
2017-10-25 11:35:52, 1953 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ საერთაშორისო პარტნიორებისგან 106.5 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა
„თიბისი ბანკმა“ 106.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სინდიცირებული სესხის ხელშეკრულებებს ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიასთან ("FMO") ხელი მოაწერა. ეს არის „თიბისი ბანკის“ გრძელვადიანი პარტნიორის, ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის ("FMO") მიერ ორგანიზებული სინდიცირებული სესხის მეორე ხელშეკრულება. სასესხო პროდუქტი OPEC-ის საერთაშორისო განვითარების ფონდთან (OFID) ერთად სინდიცირებით შეიქმნა. ტრანზაქციის სხვა მონაწილეები ასეევ არიან: Symbiotics, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ობლიგაციების პლატფორმის საშუალებით (MSME Bond Platform) ოპერირებს; Atlantic Forfaitierungs AG; London Forfaiting Company Limited და სხვა ინსტიტუციონალური ინვესტორები, ჯამურად 56,5 მლნ აშშ დოლარის პორტფელით. ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის (FMO) რესურსი „თიბისი ბანკს“ საშუალებას აძლევს, მეტად ჩაერთოს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) დაფინანსებაში, ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID) წილი კი ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავაჭრო დაფინანსების პროექტების განხორციელებას. „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ეს დიდი მოცულობის სესხი ბანკს დაეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ბაზარზე მისი წამყვანი პოზიციის კიდევ უფრო გაძლიერებაში "გვეამაყება, რომ ასეთი წარმატებული ურთიერთობა გვაქვს ბანკის გრძელვადიან პარტნიორთან, ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიასთან ("FMO"), ასევე ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდთან (OFID) და სინდიკატის სხვა მონაწილეებთან. დაფინანსების მოცულობა ცალსახად მიუთითებს ჩვენი პირველი სინდიცირებული სესხის წარმატებაზე და პარტნიორობაზე. ეს დიდი მოცულობის სესხი თიბისი ბანკს დაეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ბაზარზე მისი წამყვანი პოზიციის კიდევ უფრო გაძლიერებაში", - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის (FMO) საინვესტიციო დირექტორის ლინდა ბრუქჰოიზენის განცხადებით, FMO ამაყია, რომ გასცა ეს ინოვაციური სინდიცირებული საკრედიტო ხაზი „თიბისი ბანკისთვის“, რომლის საშუალებითაც ახალი ინვესტორები შემოვიდნენ საქართველოში. „სესხი თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს განაგრძოს ზრდა და ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყანაში",-აღნიშნა მან. ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID) გენერალური დირექტორის სულეიმან ჯეი ალ-ჰერბიშის თქმით, ფინანსური რესურსების განაწილება ისეთი ფინანსური შუამავლის მეშვეობით, როგორიცაა „თიბისი ბანკი“, საქმიანობის არეალს და გავლენას მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. "ქვეყნის ფინანსური სექტორი ეკონომიკური სტაბილურობის და ზრდის გარანტია; მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიღარიბის დაძლევისა და განვითრებისთვის. ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდმა (OFID) იკისრა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ვალდებულება. ფინანსური რესურსების განაწილება ისეთი ფინანსური შუამავლის მეშვეობით, როგორიცაა თიბისი ბანკი, ზრდის ჩვენი საქმიანობის არეალს და გავლენას მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. სასესხო ხელშეკრულება შეესაბამება ჩვენ მიერ აღებულ ვალდებულებას განვითარებად ქვეყნებთან მიმართებაში მსოფლიო მასშტაბით“,-აღნიშნა მან. ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის (FMO) მიზანია, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში მდგრადი კერძო სექტორის ხელშეწყობა. მისი საინვესტიციო პორტფელი შეადგენს 9 მილიარდ ევროს, რაც მას განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორის ხელშეწყობაზე ორიენტურებულ ერთ-ერთ უმსხვილეს ევროპულ ბანკად აქცევს. OFID არის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მიერ 1976 წელს დაარსებული განვითარების საფინანსო ინსტიტუტი, რომლის მიზანია ასევე განვითარებადი ქვეყნების დახმარება. (NS)
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)