|
2017-10-25 10:22:38, 1914 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტებმა ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები აშშ-ს ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. საქართველოს შსს-ს დელეგაციის წევრებმა ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს (GBI) საექსპერტო ლაბორატორიაში, შემთხვევის ადგილზე მუშაობის სპეციფიკის საკითხებზე სწავლება გაიარეს. სასწავლო ვიზიტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დაფინანსებითა და ორგანიზებით განხორციელდა. ქართველი ექსპერტ-კრიმინალისტების აშშ-ში ვიზიტის შესახებ ამერიკულმა ტელეკომპანია CBS46-მა სპეციალური სიუჟეტი მოამზადა. „აშშ-ს ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს ექსპერტებმა თავიანთი გამოცდილება ამავე სფეროში მომუშავე უცხოელ სამართალდამცველებს გაუზიარეს. ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიურო, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ქართველი ექსპერტ-კრიმინალისტებისთვის ტრენინგს ატარებს. ქართველი სამართალდამცველები რამდენიმე დღეა, რაც აშშ-ში იმყოფებიან, ექსპერტიზის ტექნიკას ეუფლებიან და ახალ უნარებს იძენენ, რასაც შემდეგ თავიანთ ქვეყანაში კოლეგებს გაუზიარებენ. ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს ექსპერტები დეკემბერში საქართველოს საპასუხო ვიზიტით ეწვევიან“,- აღნიშნულია ტელეკომპანია CBS46-ის ვებ-გვერდზე. (NS)
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)