17:33 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 19:59:29, 2115 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი მომავალში სავარაუდოდ, პოლიტიკურ პარტიას შექმნის

თბილისის მერობის  ყოფილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ელისაშვილის თქმით, ის და მისი გუნდი  ბრძოლას აგრძელებს.

„არაფერი  დასრულებულა. ყველაფერი იწყება.  შედეგების გაანალიზება იმას გვეუბნება, რომ ხალხს უნდა ცვლილება. ხალხს უნდა, პოლიტიკაში იხილოს კეთილსინდისიერი, წესიერი, პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანები და ყელში ამოუვიდა ერთი და იგივე  დამყაყებული, დაჭაობებული პარტიები და პარტიიდან პარტიაში გადასული ადამიანები. ცვლილებაზე არის უზარმაზარი მოთხოვნა და ჩვენ ვეცდებით, რომ დღეიდან თანამიმდევრული შრომით თითოეული ის ადამიანი დავარწმუნოთ, ვინც სახლში დარჩა, რომ მათი მისვლა შემდგომ არჩევნებზე არის გადამწყვეტი  და თითოეული მოქალაქის ხმა მართლაც მნიშვნელოვანია. მე ჩემს  გუნდათან, ჩემს მეგობრებთან ერთად ვფიქრობ მომავალზე.  ჩვენ ვფიქრობთ იმას, რომ ყოველ ჯერზე, ყოველ არჩევნებზე უნდა დავარწმუნით ადამიანები, რომ ჩვენ  ხელშია ყველაფერი. ჩვენ ძალიან ცოტა დაგვაკლდა ცვლილებებისთვის. ყველაფერი გვაქვს წინ თბილისისთვის. ამ ქვეყნისთვის ბრძოლა   გვაქვს წინ“,-განაცხადა ელისაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
BOG Emolas Corporation-თან პარტნიორობს - კულტურული პროექტები აშშ-ში მყოფი ქართველებისთვის
გორში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics