|
2017-10-23 21:18:29, 2787 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი: ენმ-ის პოლიტსაბჭო შეცდა, როდესაც ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურზე ბრძოლა დათმო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ არჩევნების მეორე ტურებში არ მონაწილეობის თაობაზე, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. „ვფიქრობ, ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როდესაც დღეს ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურზე, თუნდაც უსამართლო პირობებში, ბრძოლა დათმო. სამწუხაროდ, მე უმცირესობაში აღმოვჩნდი. პარტიის მთელი რესურსი უნდა მიგვემართა მეორე ტურზე. გაყალბების ლუსტრაციასაც უკეთ მოვახდენდით. ხელიდან გაშვებული პოლიტიკური შესაძლებლობაა. პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედია, უმრავლესობის პოზიცია სწორი აღმოჩნდება, რასაც მხოლოდ მომავალი გვაჩვენებს»,-წერს სამადაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე. შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ის კანდიდატები, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. „ახლა ვიდრე მე ვსაუბრობ, მარტვილში მოპარეს ჩვნს კანდიდატს გამარჯვება პირველ ტურში. ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“ საარჩევნო საოლქო შენობაში, რომ გადაწერონ შედეგეი იმდენად, რამდენადაც მათ აწყობთ. ახლაც კი აპირებენ შედეგების გადაწერას. გადავწყვიტეთ, რომ არ მივიღოპთ მეორე ტურში მონაწილეობა, მაგრამ ბრძოლა ახლა იწყება“,-განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)