16:31 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 11:28:23, 1884 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგში“ მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მორიგ პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში გაიმართება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, სხდომის დასრულებისას მხარეები თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივნთან ბორის ჯონსონთან, ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან სერ ალან დანკანთან,ლორდ-მერთან, ვაჭრობის საკითხებში პრემიერ მინისტრის წარმომადგენელთან მარკ პრიტჩარდთან,  საგარეო ვაჭრობის  საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გრეგ ჰენდსთან, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანოგლისთან და ჯგუფის წევრებთან.

ასევე გაიმართება მრგვალი მაგიდა ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებთან. მინისტრი სიტყვით გამოვა Chatham House-ში. მიხეილ ჯანელიძე ესტუმრება ლონდონის საგარეო და თანამეგობრობის ოფისს, სადაც დიპლომატიური აკადემიის დირექტორი, ჯონ ბენიამინი  პრეზენტაციას გამართავს  აკადემიის კონცეფციის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ "უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერი და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში

ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში 22-24 ოქტომბერს იმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics