2017-10-22 11:42:34, 2101 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: კახა კალაძე ამ არჩევნების მთავარი გმირი იყო
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცა.
„განსაკუთრებით მინდა მივულოცო კახა კალაძეს თბილისის არჩევენებში გამარჯვება.
კახა კალაძე იყო ამ არჩევნების მთავარი გმირი და მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პირველი ტურში“,-განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა.
„მთავარია, რომ არ დაფიქსირებულა არც ერთი ისეთი დარღვევა ამ არჩევნებში, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. შესაბამისად, ძალიან თამამად შეგვიძლია აღვნიშნოთ ჩვენ, რომ არჩევნები სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდა,“ - აღნიშნა კობახიძემ.
ავტორი: ,