|
2017-10-21 22:26:32, 1743 ნახვა
საზოგადოება
ცესკო: ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში საერთო ჯამში 204 საჩივარია შეტანილი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში საერთო ჯამში შეტანილია 204 საჩივარი. ცესკო-ს პრეს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობითვე, საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ და ის ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს. ანა მიქელაძის განმარტებით, პროცედურული ხარვეზების ნაწილი უბანზევე იქნა აღმოფხვრილი. „ოლქში შეტანილი სარჩელების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინარული პასუხისგებლობის დაკისრება, თუმცა არის გარკვეული რაოდენობის საჩივრები, რომლებიც ასევე შეეხება პროცედურულ დარღვევებს. შესაბამისად, ისინი იქნება შესწავლილი და მოხდება რეაგირება. ჭიათურის ოლქის #45 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში ფიქსირებული იყო 16 ამომრჩეველი, წილისყრის გამოყენებით კომისიის ორმა წევრმა ყველა ამომრჩეველს მისცა ხმის მიცემის საშუალება, თუმცა ამის შესახებ ხელმოწერები არ ყოფილა დაფიქსირებული შესაბამის გრაფაში. აღნიშნულის გამო დაწერილია საჩივარი. მარნეულის # 34 საარჩევნო უბანზე შესულია 3 საჩივარი. მდივანი დროულად არ ატარებდა რეგისტრაციაში წარმომადგენლების შესვლასა და გამოსვლას ჩანაწერის წიგნში, მარკირების პროცედურის დარღვევას შეეხება მეორე საჩივარი, ხოლო მესამე საჩივარი, რომელიც დაიწერა ამომრჩევლებისთვის აგიტაციის მოხდენის გამო, არ არის დადასტურებული. მარნეულის 56-ე უბანზე ერთი საჩივარი შეეხებოდა გადასატანი ყუთის ლუქის დაზიანებას, თუმცა ეს ხარვეზი დაუყოვნებლივ იქნა აღმოფხვრილი, ასევე მარნეულში #74 უბანზე ამომრჩეველს რეგისტრატორმა არ მოსთხოვა პირადობის მოწმობა და ასევე ამ საკითხზე დაიწერა საჩივარი. მარნეულის მე-18 უბანზე ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა და ერთ-ერთი ამომრჩევლისადმი არ შემოწმდა მარკირების პროცედურა. რაც შეეხება ინფორმაციას ისნის #60 უბანზე ბიულეტენების გადამალვის შესახებ, ასევე საბურთალოს #81 უბანზე დაკარგული ბიულეტენების შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ. ასევე, ანა მიქელაძის ინფორმაციით, დილის 7 საათიდან საღამოს რვა საათამდე ცესკოს ცხელ ხაზზე შევიდა 1468 ზარი და 134 შეტყობინება. ისინი ძირითადად სიაში მონაცემების გადამოწმებასა და საარჩევნო პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)